leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: საქართველო შიდა და გარე ტურბულენტობის მცდელობის მიუხედავად ახერხებს, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდეს

“საქართველო შიდა და გარე ტურბულენტობის მცდელობის მიუხედავად ახერხებს რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდეს და ამ გზით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას, ეკონომიკურ წინსვლას, ევროკავშირის წევრობას, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიდის ყალბი პროპაგანდა იმის შესახებ, რომ საქართველო ჩამორჩა დემოკრატიას, ევროპულ ღირებულებებს, რეფორმებს და ამ დროს ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგი ჩვენს პროგრესზე მიუთითებს

„განუხრელი პროგრესის დამსახურებაა ის, რაც ხდება საერთაშორისო ყველა ობიექტურ რეიტინგში. თუ ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად წინაურდება ასეთ რეიტინგებში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი. არის მიმართულებები, სადაც პირველ ათეულშიც კი ვხვდებით. მაგალითად, ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით მსოფლიოში საერთოდ პირველ ადგილზე ვართ და არის უამრავი საკითხი, სადაც ყოველწლიურად ვწინაურდებით. ამ დროს საქართველოს შიგნით, სამწუხაროდ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მიდის ყალბი პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ჩვენ ჩამოვრჩით დემოკრატიას, ჩამოვრჩით ევროპულ ღირებულებებს, რეფორმებს და ამ დროს ყველა საერთაშორისო რეიტინგი ჩვენს პროგრესზე მიუთითებს. ფაქტები მათი არასწორი პროპაგანდის წინააღმდეგ მეტყველებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მტრობენ, მაგრამ მტრობის მიუხედავად საქართველო, შიდა და გარე ტურბულენტობის მცდელობის მიუხედავად ახერხებს, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდეს და ამ გზით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას, ეკონომიკურ წინსვლას, ევროკავშირის წევრობას, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ