top_leaderboard
left_sabechdi

ჯეიკ სალივანი: რუსეთი კი არა, უკრაინა გაიმარჯვებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განიხილა რიგი ღონისძიებები უკრაინისადმი აშშ-ისა და NATO-ს მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

NATO უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ახალ სამხედრო სარდლობას გერმანიაში სამვარსკვლავიანი გენერლის ხელმძღვანელობით უკრაინული ჯარების წვრთნისა და აღჭურვისთვის და დანიშნავს კიევში წარმომადგენელს უკრაინის ალიანსთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.

სალივანმა აღნიშნა, რომ NATO მზად არის გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის დასახმარებლად.

„პუტინი ვერ დაგვყოფს. მას არ შეუძლია ჩვენი დასუსტება. და რუსეთი კი არა, უკრაინა გაიმარჯვებს“, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ