top_leaderboard
left_sabechdi

მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ნავალნაია „ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში“ დაადანაშაულა.

იულია ნავალნაიას რუსეთში ჩასვლის შემთხვევაში დაპატიმრება ემუქრება.

„იულია ნავალნაია მიიმალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა აირჩია“, – ნათქვამია სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.

ასევე იხილეთ