top_leaderboard
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: არ არსებობს ევროკავშირში ან მის ფარგლებს გარეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც უფრო გამჭვირვალე არის გენპროკურორის არჩევის პროცესი, ვიდრე საქართველოში

“არ არსებობს ევროკავშირში ან მის ფარგლებს გარეთ, ცივილიზებულ ქვეყნებში ისეთი სახელმწიფო, სადაც უფრო გამჭვირვალე არის გენპროკურორის არჩევის პროცესი, ვიდრე საქართველოში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებამ დაინახა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა სურვილი, შეიტანა განცხადება საპროკურორო საბჭოში და საპროკურორო საბჭო შეარჩევს კანდიდატს, რომელიც წარედგინება პარლამენტს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საპროკურორო საბჭომ პროკურორობის 7 კანდიდატს უკვე მოუსმინა, დღეს კი ვაკანტურ პოზიციაზე ასარჩევად ბოლო კანდიდატს, პაატა შავაძეს გაესაუბრება, რის შემდეგაც საპროკურორო საბჭო შერჩეულ ერთ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

 

ასევე იხილეთ