leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე: მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს – მოსალოდნელია აგენტოკრატიის მორიგი ყიყინი, თუმცა საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების შესახებ, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს, სოციალურ ქსელში აფასებს.

აბაშიძის თქმით, მოსალოდნელია აგენტოკრატიის პროტესტი აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა, ამჯერად ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ვეღარ მოახერხებენ.

ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა, ქართული საზოგადოება არ არის და ვერ იქნება ტოლერანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ – მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში.
რასაკვირველია, “ქართული ოცნება” ხალხის უმრავლესობის მოთხოვნებს პასუხობდა და პასუხობს.

მოსალოდნელია აგენტოკრატიის მორიგი ყიყინი ე.წ. რუსულ კანონზე აპელირებით, თუმცა ამჯერად საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ. მახინჯი, ულტრამემარცხენე Woke-იდეოლოგია ვერასოდეს დამკვიდრება საქართველოში, რაც უნდა $$-ები ხარჯონ “ნაცენჯეოებზე”. ყველა უსამშობლო ელემენტი უკვე გაშიფრულია, ყველა უცხოელი “ნაცლობისტის” ნებისმიერი განცხადება ჩალის ფასადაც არ ღირს და ვერაფერს გახდებიან ქართული, ტრადიციული საზოგადოების ფასეულობებისა და ღირებულების წინაშე.” – წერს აბაშიძე Facebook -ზე.

ასევე იხილეთ