top_leaderboard
left_sabechdi

დონალდ ტრამპი: თაღლით ჯო ბაიდენს გოლფის შეჯიბრში ვიწვევ

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს მორიგი დებატების გამართვასა და გოლფის შეჯიბრში იწვევს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მოდით, კიდევ ერთი დებატები გავმართოთ ამ კვირაში, რათა მძინარა ჯომ შეძლოს, ყველას დაუმტკიცოს მსოფლიოში, რომ მას აქვს ის, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ახლა ეს იქნება ორი კაცის დაპირისპირება მოდერატორების გარეშე. უბრალოდ, დაასახელოს ადგილი და დრო, სადაც სურს. მე ასევე ოფიციალურად ვიწვევ თაღლით ჯო ბაიდენს გოლფის შეჯიბრში. ეს იქნება შეჯიბრი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ნახავს, მთელი ისტორიის განმავლობაში“, – თქვა ტრამპმა.

ასევე იხილეთ