თეა წულუკიანი ქეთევან კიკნაძის გარდაცვალებას ეხმიანება: თქვენი საჯარო მხარდაჭერა და ხშირი გამხნევება მუდამ მემახსოვრება!
კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში მსახიობ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალებას ეხმიანება და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს:
„დიდი ქალბატონის წლევანდელი დაბადების დღე და დაპირება, რომ გაისად უკეთესად იქნებოდა… თქვენი საჯარო მხარდაჭერა და ხშირი გამხნევება მუდამ მემახსოვრება!”