top_leaderboard
left_sabechdi

ლევან კობიაშვილს საფეხბურთო კლუბი „შალკე“ დაბადების დღეს ულოცავს

„შალკე 04“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, დეპუტატ ლევან კობიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. შესაბამისი გზავნილი გერმანული საფეხბურთო კლუბის სოციალურ ქსელებში ქართულ ენაზე გამოქვეყნდა.

„დაბადების დღეს გილოცავ, ლევან კობიაშვილი“, – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც ყოფილი ფეხბურთელის ფოტოც დაურთეს.

კობიაშვილი „შალკეში“ 2003-2010 წლებში თამაშობდა. გუნდთან ერთად ის ორჯერ – 2005 და 2007 წლებში გახდა ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი, 2005 წელს კი გერმანიის თასის ფინალისტი.

ასევე იხილეთ