თამთა მეგრელიშვილი: იცოდით რომ საქართველოში პირველად მიღებულ საქმიან შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილი არ დათანხმდა და მას ჩვეულებრივი მინისტრის ჯამაგირის ნაცვლად უპრეცედენტო შეღავათები დაუწესდა?
“იცოდით რომ საქართველოში პირველად მიღებულ საქმიან შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილი არ დათანხმდა და მას ჩვეულებრივი მინისტრის ჯამაგირის ნაცვლად უპრეცედენტო შეღავათები დაუწესდა? კერძოდ, მას შეუნარჩუნდა ელჩის სტატუსი, ის ყველა პრივილეგიით სარგებლობდა, მათ შორის იღებდა ელჩის ჯამაგირს, რომელსაც მას საფრანგეთის მთავრობა უხდიდა, ეს კი რამდენიმე ათას ევროს აღემატებოდა, “- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ასევე, მის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს არაქმედითი პოზიციით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ხმის უფლება ჩამოართვეს, რაც გაეროს მიმართ საქართველოს ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვა.
მისივე თქმით, როცა სალომე ზურაბიშვილის კვალიფიკაციაზეა საუბარი ეს მძიმე ფაქტი განა დასამალი არაა?!
„საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, დღეს პოლიტიკური გონორით გვესაუბრება.
ისევ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევით,
ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაპარულმა,
დღეს მოხუცი პატრიარქი პრორუსად შეგვირაცხა და მისი დროულად ჩანაცვლებაც შემოგვთავაზა.
შორიდან ანტიმართლმადიდებლური და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები თამამად გამოგვიგზავნა, მაგრამ რას იზამს აქ ჩამოსული?! როგორ შეხვდება ქართველ ხალხს?! – ამაზე მას არ უფიქრია.
ეს იქეთ იყოს და მასზე
ერთი საინტერესო რამ გამახსენდა- იცოდით რომ საქართველოში პირველად მიღებულ საქმიან შეთავაზებას სალომე ზურაბიშვილი არ დათანხმდა და მას ჩვეულებრივი მინისტრის ჯამაგირის ნაცვლად უპრეცედენტო შეღავათები დაუწესდა?
კერძოდ, მას შეუნარჩუნდა ელჩის სტატუსი, ის ყველა პრივილეგიით სარგებლობდა მათ შორის იღებდა ელჩის ჯამაგირს,
რომელსაც მას საფრანგეთის მთავრობა უხდიდა, ეს კი რამდენიმე ათას ევროს აღემატებოდა.
ასევე მის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს არაქმედითი პოზიციით
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ხმის უფლება ჩამოართვეს.
რაც გაეროს მიმართ საქართველოს ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვა.
როცა სალომე ზურაბიშვილის კვალიფიკაციაზეა საუბარი ეს მძიმე ფაქტი განა დასამალი არაა?!
ქართული სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის დასრულებულია ეს ქალი, აქ მისი დასაწყისიც მარცხი იყო და ბოლოც დიდი სირცხვილია სხვა რაა?“-წერს თამთა მეგრელიშვილი.