leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ნიკოლაიშვილი: ჩვენი მუდმივი ინტერესები მთელი ისტორიის მანძილზე და დღესაც არის, რომ გადავრჩეთ, დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა გვქონდეს

„ჩვენი მუდმივი ინტერესები მთელი ისტორიის მანძილზე და დღესაც არის, რომ გადავრჩეთ, განვვითარდეთ და დღეს უკვე დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა გვქონდეს”, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, როგორ ხედავს მოძრაობის პოლიტიკურ პერსპექტივას, გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ პირადად იგი არ გეგმავს პოლიტიკაში წასვლას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას გეგმავენ.

„ერთი წლის შემდეგ, მოძრაობად დარჩება, თუ რომ გადაკეთდება, ვიღაც პარტიაში წავა და ვიღაც მოძრაობაში დარჩება, ეგ მეორე ამბავია.

ჩვენთვის მთავარი არის ორი მომენტი, ერთი რომ, აშკარად ვხედავთ, რეალური დემოკრატიული ღირებულებები დღეს არის ფეხქვეშ გათელილი და საპირისპირო, არატრენდულ აზრს, ფაქტობრივად, ჩაქოლვის მომენტები აქვს გაბატონებული აზრის მხრიდან. მეორე, მიგვაჩნია, რომ არცერთი აზრი ტაბუირებული არ უნდა იყოს, არცერთი პოზიცია საკრალური არ უნდა იყოს“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ