top_leaderboard
left_sabechdi

გელა ნიკოლაიშვილი: ნეიტრალიტეტი შეიძლება ისე ჟღერს, რომ მე არც იქით ვარ და არც აქეთ, მაგრამ დღეს ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ იყოს ისეთ პოზიციაში, რომ ამბობენ არგაღიზიანების პოლიტიკაო

„ნეიტრალიტეტი შეიძლება ისე ჟღერს, რომ მე არც იქით ვარ და არც აქეთ, მაგრამ დღეს ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ იყოს ისეთ პოზიციაში, რომ ამბობენ, არგაღიზიანების პოლიტიკაო“, – ამის შესახებ განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გელა ნიკოლაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, მოძრაობის წევრების განცხადება, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ნეიტრალიტეტს უნდა ეფუძნებოდეს, განპირობებულია ქვეყანაში არსებული ვითარებით და დასავლეთის ბუნდოვანი პერსპექტივებით.

„როდესაც 20% ოკუპირებულია და როდესაც 40 კილომეტრში რუსის ჯარი დგას და ორი გიგანტი ცდილობს, ერთმანეთი დაამარცხოს, ჩვენ ამ შემთხვევაში რა პოზიცია უნდა დავიკავოთ? დღეს ხომ დასავლეთის და რუსეთის ომი მიმდინარეობს უკრაინაში. „მოდი, ჩვენც გვინდა, ჩვენ მის მხარეზე ვართ და გავაღიზიანოთ – ეს არის საქართველოს გადარჩენის პოზიცია თუ ის, რომ დღესდღეობით შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, რომ ის ამ ურჩხულის ყბაში არ მოვაქციოთ?

დღეს ოპოზიცია ხელისუფლებას ეძახის რუსეთუმეებს. მე მაქვს ერთი კითხვა და ყველამ უნდა დაუსვას ეს კითხვა მითუმეტეს არჩევნების წინ ოპოზიციას: თქვენ, რომ იყოთ ხელისუფლება, რას გააკეთებთ დამატებით რუსეთის წინააღმდეგ? თუ ისინი იტყვიან, რომ ჩვენ იმის გარდა, რომ ვთქვათ ჰუმანიტარული დახმარება იქნება, საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერა იქნება, იმის გარდა კიდევ რამე უნდა იყოს. რა არის ეს? ოფიციალურად რაღაცაში უნდა ჩავებათ თუ როგორ უნდა იყოს? ოფიციალურად გავგზავნოთ ჩვენი ჯარისკაცები, სანქციები დავუწესოთ ცალკე თუ რა?

ნეიტრალიტეტი შეიძლება ისე ჟღერს, რომ მე არც იქით ვარ და არც აქეთ, მაგრამ დღეს ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ იყოს ისეთ პოზიციაში, რომ ამბობენ არგაღიზიანების პოლიტიკაო და როდესაც არის ის, რომ ვიღაცა, რომელიღაცა ქვეყანა თუნდაც აშშ, სალივანის (თუ არ ვცდები) სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი გუშინ თუ დღეს გამოვიდა და მკაცრად გააკრიტიკა ინდოეთის პრემიერი, მილიარდნახევრიანი ქვეყნის პრემიერი, რომ რუსეთში ჩავიდა. კი, ჩავიდა, ჩვენ არ ჩავდივართ რუსეთში და არც უნდა ჩავიდეთ, მაგრამ ის თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ჩავიდა. დღეს ჩვენს ქვეყანას რა ინტერესები აქვს?! ის, რომ აგრესია არ გამოვიწვიოთ 50 კმ-ში მდგარი რუსის ჯარის, თუ ის, რომ რაც შეიძლება, გავაღიზიანოთ? ამბობენ, რომ სად სცალიათ, ახლა რუსეთს საიდან გადმოისვრის ჯარებსო?

დასავლურ ოჯახში გაერთიანება მეც მინდა, მაგრამ როდესაც მეუბნებიან, შენ მოიცადე ჯერ, ორპირ ქარში დადექი და რაც დაემართა უკრაინას, შეიძლება, ის დაგემართოს. მაშინ უნდა მითხრან მე, რომ შენ ძალიან მოკლე ვადაში NATO-ს წევრიც იქნები და ქოლგა გექნება NATO-სი. და ასევე ევროკავშირის წევრი იქნები. არ მეუბნებიან მე ამას, ჯერ ერთი მინიმუმ 30 წლით გადაგვიდეს. 6 წლის შემდეგ რა პოლიტიკური განლაგება და რეალობა იქნება, დღეს ხომ არ ვიცით. ამიტომ არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, ამას ჰქვია, რომ დაველოდოთ და ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ მაქსიმალურად“,-განაცხადა გელა ნიკოლაშვილმა.

ასევე იხილეთ