top_leaderboard
left_sabechdi

ჩეხეთის პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივით უზრუნველყოფა

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივით უზრუნველყოფა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია მაღალი სულისკვეთების შენარჩუნება. ამისათვის მათ სჭირდებათ პერსპექტივა. NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა ნიშნავს, რომ პროცესი განიხილება, როგორც შეუქცევადი“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

პაველმა ძლიერი უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელშიც მან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზის შეუქცევადობა აღნიშნა.

ასევე იხილეთ