top_leaderboard
left_sabechdi

ვატო შაქარიშვილი: მოძრაობის მთავარი მიზანია, ჩვენი ქვეყანა დავიხსნათ პოლიტიკური მძევლობისგან

„უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როდის მოხდება ეს“ – შეიძლება საზოგადოებამ იფიქროს, რომ ეს განცხადება არის 2008 წელს სადმე ბუქარესტის სამიტზე ან იმავე პერიოდში სადმე სხვაგან გაკეთებული განცხადება. არა, ეს არის დღეს NATO-ს სამიტზე იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული განცხადება 2024 წელს. აი, ასეთი ცინიზმისგან ჩვენი ქვეყნის დაცვა იქნება ჩვენი მოძრაობის იდეა, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მან მოძრაობის გეგმებსა და იდეებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება სხვა ამოცანებს, შეიძლება ითქვას, რომ პატარა მიკრო ამოცანების შესრულება უკვე დავიწყეთ მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაფუძნდა მოძრაობა. ვგულისხმობ იმას, რომ თქვენთან ვსხედვართ და ნეიტრალიტეტის საკითხზე საჯაროდ ვიმსჯელებთ. პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია, რომ გაიხსნას ეს ჩაკეტილი წრე. გამოვიდეს ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო ამ დოგმატური მსჯელობებისგან და დოგმატური აზროვნებისგან და საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მივიღოთ პრაგმატული, რაციონალური მსჯელობის შედეგად და არა დოგმების და ცრუ მოლოდინების მიხედვით“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ვატო შაქარიშვილის განცხადებით მოძრაობის მთავარი ამოცანაა, ქვეყანა დაიხსნას ევროინტეგრაციის ცრუ მოლოდინებისგან, რომლის მძევალიც საქართველო გახდა.

„ქვეყანა ნამდვილად არის ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკური მძევალი. ეს ხელს აძლევს არა მარტო იმ ძალებს, რომლებიც დასავლეთში არიან და საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალები არიან, არამედ ეს ხელს აძლევს რუსეთსაც და შეიძლება ითქვას რუსეთს პირველ რიგში. ამიტომ, თუ ჩვენ გავთავისუფლდებით და ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანიც ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა დავიხსნათ ამ პოლიტიკური მძევლობისგან, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციის ცრუ მოლოდინებთან და რელიგიის რანგში აყვანილ მიზნებთან არის დაკავშირებული, საქართველოზე ნეგატიური ზემოქმედების ბერკეტებს წავართმევთ როგორც დასავლეთში მოკალათებულ არაკეთილის მოსურნე ძალებს, ასევე რუსეთს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის და ხვალინდელი დღისთვის, იმიტომ, რომ ამ ომების ეპოქაში, ამ ძალიან რთულ ვითარებაში, უმთავრესი ამოცანა და მიზანი არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ასევე იხილეთ