leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: 2012 წლიდან, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ როგორი არჩევნები ტარდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში და ახლაც გარწმუნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში

“ვერავინ ვერ გაბედავს არჩევნებში ჩარევას. 2012 წლიდან, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ როგორი არჩევნები ტარდებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში და ახლაც გარწმუნებთ, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, თავისუფალ რეჟიმში აწარმოოს თავისი კამპანია,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არჩევნები გაყალბდა, არასწორად ჩატარდა. პირიქით იყო მცდელობა. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ასეთი რამ მსოფლიოში არ მომხდარა – პარალელური დათვლები გააყალბეს და ესეც იყო მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყანა აეყირავებინათ. შალვა პაპუაშვილი იყო ადამიანი, ვინც გამოავლინა ეს უმძიმესი დანაშაული და რით დამთავრდა? გაათავისუფლეს ხელმძღვანელი და ვითომ არაფერი მომხდარა. დღეს ეს ადამიანი, ვინც ხელმძღვანელი იყო და გაუშვეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციაში დაუნიშნიათ ხელმძღვანელ თანამდებობაზე და ის უნდა დააკვირდეს 2024 წლის არჩევნებს – სრული საგიჟეთია“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე იხილეთ