leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 100 მილიონით გაზრდაზე: რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ დახმარებას გვიწყვეტენ და დავიღუპებით, ფაქტები სხვა რამეს გვეუბნება – ეს არის ინდიკატორი, რომ ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება რეალურად არავის აინტერესებს, ვინც არის დაინტერესებული თავდაცვის გაძლიერებით, ფაქტი სახეზეა

ექსპერტი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით გაიზარდა.

მისი თქმით, რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ უცხოური ფინანსური დახმარების შეწყვეტით ქვეყანა იღუპება, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ რეალურად, ქართული ჯარისთვის დახმარების შეწყვეტა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება არავის აინტერესებს და უცხოური ფინანსური დახმარებები, რომელსაც თან ვალდებულებები ახლავს, მხოლოდ ქვეყნის მძევლად აყვანის საშუალება იყო.

„რაც არ უნდა ილაპარაკონ (იტლიკინონ), რომ თურმე დახმარებას გვიწყვეტენ და დავიღუპებითო, ფაქტები სხვა რამეს გვეუბნება. ჯერ ერთი, ეს არის ინდიკატორი, რომ ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება რეალურად არავის აინტერესებს – ე.ი. ეს უცხოური ფინანსური დახმარებები, თავისი ახალი ვალდებულებების აკიდებით, ჩვენი ქვეყნის მძევლად აყვანის საშუალება იყო. რეალურად კი ვინც არის დაინტერესებული ჩვენი თავდაცვის გაძლიერებით, აქაც ფაქტი სახეზეა”, – წერს ნიკოლეიშვილი Facebookზე.

ასევე იხილეთ