“ნაციონალური მოძრაობა”, დაპირისპირების გამო, სხვადასხვა ბანაკად არის დაყოფილი, მათ შორის, არანაირი პრინციპულობა არ არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ნიკა მელია ამბობდა, რომ კეზერაშვილის დაფინანსებული ბინძური ფულით არ ვიქნებიო და „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაგიტომ წამოვიდა თუ გამოაგდეს, შემდეგ ხოშტარია-ჯაფარიძესთან მშვენივრად დაჯდა, როცა დავალება მიიღო. ასე მოხდება ლელო-გახარიას ნაწილში, ერთმანეთს შანტაჟიორს და თაღლითს უწოდებდნენ, მაგრამ სიტყვა მათთვის არანაირი ფასეულობა არ არის“, – განაცახადა ირაკლი ქადაგიშვილმა.