leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე: ამერიკის და ევროკავშირის მხრიდან ქართული ჯარის დაფინანსების შეწყვეტა ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა ჯარისკაცებს ამით არაფერი დააკლდებათ – პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2024 წელს თავდაცვის სამინისტროს 100 მლნ ლარი დაემატება

„მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება – 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 519 000 000 ლარით იზრდება”, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ბოჟაძე აღნიშნავს, რომ თავდაცვის ძალები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, ჯარის დაფინანსება მუდმივად იზრდება და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2024 წელს თავდაცვის სამინისტროს 100 000 000 ლარი დაემატება.

„მშვიდობას და სტაბილურობას მოაქვს განვითარება – 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 519 000 000 ლარით იზრდება. ამერიკის და ევროკავშირის მხრიდან ქართული ჯარის დაფინანსების შეწყვეტა ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა, ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს ამით არაფერი დააკლდება. ჩვენი თავდაცვის ძალები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, ჩვენი ჯარის დაფინანსება მუდმივად იზრდება და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2024 წელს თავდაცვის სამინისტროს 100 000 000 ლარი დაემატება.

#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ასევე იხილეთ