left_sabechdi

ნინო წილოსანი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მივაწოდეთ ინფორმაცია 2020 წლის გაყალბებული PVT-დან დაწყებული დღემდე არსებულ ვითარებაზე, მივმართეთ თხოვნით, რომ აშშ-მა სწორად შეაფასოს საქართველოში არსებული რისკები

“ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია “2020 წლის გაყალბებული “პივიტიდან” დაწყებული დღემდე” არსებულ ვითარებაზე და მიმართეს თხოვნით, რომ აშშ-მა სწორად შეაფასოს საქართველოში არსებული რისკები.

„ამ შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ის, თუ რა ვუთხარით მას. იმიტომ, რომ ჩვენს საწინააღმდეგოდ რა ინფორმაციები მიდიოდა შტატებში, კარგად ვიცით. ჩვენს შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჰქონდა სრული ინფორმაცია იმ პროცესებზე, რაც 2020 წლის გაყალბებული “პივიტიდან” და რევოლუციური სცენარებიდან დაწყებული დღემდე ხდება: მათ შორის, ჩვენი სულისკვეთება და ჩვენი გაცხადებული მზაობა, განსაკუთრებით, აშშ-ის შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში გადატვირთვასთან დაკავშირებით;

კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ საქართველოს და “ქართულ ოცნებას” როგორც არაერთხელ დადასტურებულა, გვაქვს მიზანი, გავხდეთ დასავლეთის ნაწილი – ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერი გაკეთდება; ასევე თხოვნა და წინადადება, რომ თავად დასავლეთმა და აშშ-მა სწორად შეაფასონ რისკები, რომელიც ქვეყანას რუსეთიდან ან გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აქვს; ასევე რისკები, რომელიც ქვეყნის შიგნით, რევოლუციური სცენარების დაფინანსებით, ზიზღის და აგრესიის გაღვივებით, ექმნება ქვეყანას განვითარების კუთხით”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ