left_sabechdi

მილანის მალპენსას აეროპორტს სილვიო ბერლუსკონის სახელი ოფიციალურად მიენიჭა

მილანის მალპენსას აეროპორტს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის სახელი ოფიციალურად მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

„მილანის მალპენსას აეროპორტი ოფიციალურად სილვიო ბერლუსკონის სახელს ატარებს. დიდი კმაყოფილება დიადი იტალიელისთვის“, – განაცხადა სოციალურ ქსელში იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მატეო სალვინიმ.

ასევე იხილეთ