leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელია

ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ ითამაშებს. ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ, საფეხბურთო კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა. „სენტ ეტიენის“ ვებგვერდზე ფეხბურთელის ბიოგრაფიის შესახებ ვრცელი სტატიაც გამოაქვეყნეს.

მანამდე, 8 ივლისს, აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გაავრცელა.

დავითაშვილმა „ბორდოს“ მაისურით 38 შეხვედრაში 8 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„სასიამოვნოა, რომ ასეთი ისტორიის გუნდს შევუერთდი, მიხარია, რომ ამ სტადიონზე ასეთი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებ“, – აცხადებს დავითაშვილი.

ასევე იხილეთ