რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რათა რუსეთ-უკრაინის ომი სამართლიანი მშვიდობით დასრულდეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რათა რუსეთ-უკრაინის ომი სამართლიანი მშვიდობით დასრულდეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტს NATO-ს სამიტზე ესაუბრა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთმა დაიწყო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღორძინება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განმარტა, რომ თურქეთი მზადაა ნებისმიერი ინიციატივისთვის, მათ შორის მედიატორობისთვის, რათა საფუძველი ჩაეყაროს მშვიდობას.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა ერდოღანთან და დააფასა მისი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.