leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ერთი და იგივე გზავნილი აქვთ და მათი ქცევა არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ

„საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ერთი და იგივე გზავნილი აქვთ. ისინი ერთი კონტექსტით მოქმედებენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ერთი და იგივე გზავნილი აქვთ და მათი ქცევა არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ.

„შევახსენებ საზოგადოებას ელჩების დემარშს – ყველა ელჩი იყო იქ, გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩებიც, რომელთაც იუსტიციის მინისტრს დემარში მოუწყვეს იმის გამო, რომ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას. ესეც ხომ ერთმანეთში შეთანხმებული თემა იყო? ხომ ვნახეთ, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირდა? მათი ქცევა არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ