ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. ამჯერად, ანასეულში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სუბტროპიკების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილებთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.
„ვასრულებთ კიდევ ერთ დაპირებას და ანასეულში, სუბტროპიკების ქუჩაზე გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. გზის ახალ საფართან ერთად, რომლის სიგრძეც 1.816 კილომეტრია – ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და მგზავრთა მოსაცდელები მოეწყობა. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.