leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: გვინდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველაზე კომფორტული, პოპულარული და ყველაზე სწრაფი დედაქალაქში

“გვინდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველაზე კომფორტული, პოპულარული და ყველაზე სწრაფი დედაქალაქში,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში აწესრიგებენ ინფრასტრუქტურას, პარკები კეთდება, ახალი რეკრეაციული სივრცეები იქნება, რაც ძალიან მაგარია.

დღეს 40 ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები, რაც ძალიან მაგარია. 3 ათასამდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული გვყავს. ასევე, სამშენებლო კომპანიებით დაზარალებული 12 ათასამდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ. უდიდესი პრობლემები იყო, დავეხმარეთ ამ ოჯახებს, რომლებიც ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ შესაძლებელი იქნებოდა ბინების მიღება. ხელი ჰქონდათ ჩაქნეული ამ ადამიანებს და უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ. კოოპერატივით ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები დავაკმაყოფილეთ. ძალიან მაგარი პროექტები გავაკეთეთ და კიდევ უფრო მაგარს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ