leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს 6 წლის განმავლობაში ნატოს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა, ამას “ნაცმოძრაობა” მალავდა

“როდესაც ნატოს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა.

„ქართულმა ჯარმა პარტნიორებთან ერთად არაერთხელ ისახელა თავი სხვადასხვა ცხელ წერტილში. მაშინ როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იყო წარმოდგენილი რამდენიმე ათეულით, ან რამდენიმე ჯარისკაცით ავღანეთში, საქართველოს თავდაცვის ძალები აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ, ავღანეთში თავისი შემდგენლობით იყო მეოთხე და ასრულებდნენ ურთულეს მისისებს. მაშინ როდესაც ნატოს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. თავდაცვის ძალები უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ინტერესის სფეროა და ეს ფაქტიც კიდევე ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მშვიდობაზე და თავდაცვისუნარიანობაზე და ესეც ჩვენთვის გარკვეული გაკვეთილი და გამოცდილებაა. 2008 წელს, როდესაც ჩვენთვის დამანგრეველი ომი იყო, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას 6 წელი ნატოს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა.

არათუ ჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი აკრძალვა ჰქონდათ. იმ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მალავდა და საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ დაღუპული მოქალაქეების წლისთავიც არ იყო გასული, როდესაც 6 თვის თავზე რუსეთთან გადატვირთვა გამოცხადდა. 2010 წლის მაისში წითელ მოედანზე ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, უკრაინელი და მოლდოველი ჯარისკაცები აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ხოლმე და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ არავინ საკუთარი ქვეყნების ინტერესზე მაღლა არაფერი არ უნდა დააყენოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირმა გამოყოფილი გრანტის გარეშე დატოვა. საუბარია 30 მილიონ ევროზე, რომელიც ახლა სამოქალაქო სექტორს და მედიას მოხმარდება.

 

ასევე იხილეთ