leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: დაუყოვნებელი გათავისუფლების წესით ამნისტია, დაახლოებით, 10%-მდე პატიმარს შეეხება, საერთო ჯამში კი ეს კანონი პატიმრობაში მყოფ პირთა ერთ მესამედს მოიცავს

“რამდენიმე კვირიანი მუშაობის შედეგად, გუშინ იყო წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი, პრემიერმა საკუთარი ანგარიშის დროს გაიმეორა ის, რომელიც მან პრემიერის პოსტზე არჩევის დროს განაცხადა, რომ მისი მიზანია, საქართველოში პატიმრების რაოდენობა შემცირდეს და ამით ჩვენ გარკვეულწილად ევროპის სტანდარტზე ჩამოვიდეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში, დაახლოებით, 10%-მდე პატიმარს შეეხება ამნისტია დაუყოვნებელი გათავისუფლების წესით.

„ჩვენი სამიზნე არის, რომ დაახლოებით, ერთი მესამედით დაიწიოს პატიმრების რაოდენობამ. ამ ამნისტიით ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ. დაახლოებით, 10%-მდე პატიმარს შეეხება ამნისტია დაუყოვნებელი გათავისუფლების წესით, საერთო ჯამში კი შეეხება პატიმრობაში მყოფ პირთა ერთ მესამედს. ციფრები მიახლოებითია. დაახლოებით, 7000 პრობაციონერს მოეხსნება პრობაცია, ვინაიდან მათ ერთ წელზე ნაკლები აქვთ დარჩენილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის პროექტი“ დააინიცირა.

ასევე იხილეთ