საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„იმდენად გარკვევით და გასაგები ენით თქვა პრემიერმა ჩვენი სათქმელი, რაღა დავამატო, არ ვიცი.
დიახ, საქართველოში დასასრულს უახლოვდება ლიბერალური ფაშიზმი და 2025 წელი ნამდვილად იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი, ქართული(!) სახელმწიფოს ნესბისმიერი სახის ფაშიზმისგან გათავისუფლების წელიწადი!
ერთი კია, ირაკლი კობახიძის ნებისმიერი გამოსვლა ასმაგად არასასიამოვნოა ლიბერალი ფაშისტებისა და ნაციონალური მოძრაობის სექტის ფაშისტებისთვის!
არადა, რას ამბობს ტყუილს?
ნაღდია: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის…
🔸
ქართველი ფეხბურთელები წარმატებით გამოვიდნენ ევრო-2024-ზე, სააკაშვილის სექტის წევრების უმრავლესობა ისევ ყმუის, ახალი სახეები ვერც დღეს და მით უფრო, ვერც ხვალ ვერ იქნებიან ვაშაძე და ბაქრაძე, წითლიძე და ბოკუჩავა…
არმაზ ახვლედიანზე ძველები კიდევ, მგონი, არც ნიკა გვარამია და ნიკა მელია აღარ არიან…
🔸
რისი იმედი აქვთ ხლისტებს?
რევოლუციის?
ჩაიარა მაგ მატარებელმა და როგორც ჩორეხი იტყოდა „ნატვრის ხეში”, ახლა „საქმეა საჭირო, საქმე“…
საქმის კეთებისა ამ დაძველებულ ნაცფაშისტებს აღარაფერი გაეგებათ.
მათთვის „საქმე“ კოხტა კოდუასა და მეგის ქარდავას მიერ ჩადენილი ქმედებები იყო, რითიც ქვეყანას მართავდნენ წლების განმავლობაში.
არადა, როგორ უნდათ ძველი დიდების დაბრუნება?!
საკუთარი დიდებისა, თორემ ქვეყნის 20 პროცენტი რომ დღესაც ოკუპირებულია, მათი „საგმირო” საქმეების შედეგია.
🔸
ჰო, მართლა, როგორც ამბობდნენ, სააკაშვილის პირდაპირი დავალებით რომ ააფეთქეს და გადარჩა (მადლობა ღმერთს), ის გივი თარგამაძე სად გაქრა?
ან კობა ნაყოფია?
ან გრიშა ვაშაძე?
ან მაია ნადირაძე სად გაქრა?
გადამალეს?
უტყდებათ თუ ისინი არ არიან „ახალი სახეები”?
🔸
ირაკლი კობახიძის მიმართ „გამარჯვების აქციაზე” რამდენიმე სულელმა პროვოკაციის მოწყობა სცადა და ვერ გამოუვიდათ.
ხალხი არ აჰყვა.
იქნებ, ეს მაინც იყოს მათთვის გაკვეთილი.
ხალხი არც „მაიდნის” მოწყობის მცდელობაში აგყვებათ, ხლისტებო და ფრთხილად, მოლიპულზე ფეხი არ აგისრიალდეთ…
P.S.
„სადაც არ უნდა გათხაროთ, მაინც უნდა გათხაროთ” და თაგვის ამბავი მაინც გაიხსენეთ…
თაგვმა თხარა, თხარა და…
მაგრამ, თქვენთან თაგვები რა სახსენებელია… პირწავარდნილი ვირთხები გყავთ საარჩევნო სიებში ჩასასმელად გამზადებული…
ჰოდა, ვირთხებო, ყველა სექტისა, შეერთდით!“