ბათუმში ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული არასრულწლოვანია, თუმცა ამას, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.
შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის სარეაბილიტაციო პროცესის დროს მოხდა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალიგატორი-1“ აწარმოებდა.