leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: “ლელომ” და “საქართველომ” ერთმანეთს აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი, კოალიციურად მთავრობაში უნდა მოვიდეთო, ვინ დაგიჯერებს

“ერთმანეთს რაც აკადრეს, აგინეს, ამის შემდეგ ერთად რომ დადგები და ამომრჩეველს ეტყვი, ერთი გუნდი ვართო, კოალიციურად მთავრობაში უნდა მოვიდეთო, ვინ დაგიჯერებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ლელოს“ და „საქართველოს“ შესაძლო გაერთიანების შესახებ განაცხადა.

„ერთმანეთს რაც აკადრეს, აგინეს, ხან რა ეძახეს და ამის შემდეგ ერთად დადგები და ამომრჩეველს ეტყვი, ჩვენ ერთი გუნდი ვართო და კოალიციურად მთავრობაში უნდა მოვიდეთო, ვინ დაგიჯერებს. არ მგონია, მთლად ასეთი დეგრადაციაც იყოს, თუმცა ახლა გამახსენდა, კაცო, მოღალატეს, აგენტს ეძახდნენ პრეზიდენტს და კიდევ რაღაცებს, უხერხულია და ამას თქვენს მსმენელებს არ ვაკადრებ. ასეთებს რომ ეძახდნენ გვარამიები, ჯაფარიძეები, ჩახდილებს ვგულისხმობ, პლიუს ხოშტარიები და დღეს ერთ პლატფორმაში არიან გაერთიანებული. გუშინ ვუსმენდი, „პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დავუჭირე და ხელი მოვაწერე, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთო“, მორალისგანაა დაცლილი თითოეული ეს მარგინალური ოპოზიცია.

არც იმას გამოვრიცხავ, ის ძველი თაღლითები და აქეთ გახარია, რომელმაც გუნდი ყველაზე რთულ სიტუაციაში მიატოვა, არაკაცური საქციელი ჩაიდინა, წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გვიმტკიცებდა, მელია უნდა დავიჭიროო, სამართლებრივი სახელმწიფო არისო, პირადად მე შეურაცხყოფაც მომაყენა, ვუთხარი, საელჩოები ჩააყენე საქმის კურსში-მეთქი, გმირად ნუ გამოიყვან მელიას, არაო, დასაჭერია და უნდა დავიჭიროთო და ორ დღეში გაიქცა, მაგას ვერ გავაკეთებო. ასეთი მშიშარა კაცია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

ასევე იხილეთ