გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის დემარში, რაც არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელმაც კანონი მიიღო გამჭვირვალობის შესახებ
“ფრანგული თანადგომა გვახსოვს, თუმცა კრედიტი მახსოვს და არა პირდაპირი დახმარება”, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას აჩერებენ და თანხას მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაძლიერებლად.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დემარში, რომელიც არ ეკადრება იმ ქვეყანას, რომელმაც კანონი მიიღო გამჭვირვალობის შესახებ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს ნებისმიერს, ვინც არ შეავსებს დეკლარაციას. ამ ქვეყნის წარმომადგენელი რომ დღეს მუშტებს გვიქნევს არასწორია და აქედან გამომდინარეობს ეს ეჭვები, ომის ქარცეცხლში საქართველოს შეყვანის წინაპირობა ხომ არ იქმნება ხელისუფლების შეცვლიდან გამომდინარე“, – განაცხადა ვოლსკიმ.