ანრი ოხანაშვილი უკრაინული „ენჯეოების“ თანამშრომლებისთვის ე.წ. ჯავშნის მინიჭებაზე: საინტერესოა, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი?
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმარება, რომლის მიხედვითაც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ.
„საინტერესოა, რა არის არგუმენტი, რა საქმიანობას ასრულებს კონკრეტული „ენჯეოს“ წარმომადგენელი იმაზე ღირებულს, ვიდრე მეხანძრე, მაშველი, რომელიც შეიძლება, იყოს გამოძახებული და მობილიზაციაში ჩართული, ხოლო „ენჯეოს“ წარმომადგენელი არა. როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის გამოძახება ხდება. მე არც მსურს შევიდე დამატებით შეფასებაში ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში“, – აცხადებს ოხანაშვილი.
უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 133 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და შპს, რომლებიც უცხოური დაფინანსებით საქმიანობენ, მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ.