leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-მა ქვეყნების ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს

“აშშ-მა ქვეყნების ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს”, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა მედიას განუცხადა.

„აშშ-მა არაერთხელ გაიმეორა, რომ ჩინეთთან გამკლავება ე.წ. ძლიერის პოზიციდაან სურს, რაც ასახავს შეერთებული შტატების ქედმაღლობას და ჰეგემონიას. არ არსებობს ამ ქვეყნად აღმატებული ქვეყანა და არც ძლიერს უნდა ჰქონდეს სუსტის დაჩაგვრის უფლება. სხვა ქვეყნების ჩაგვრა მათი ე.წ. ძალაუფლების გაზრდის მცდელობით, არ შეესაბამება ჩვენი დროის სულისკვეთებას და ვერ მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ლინ ჯიანმა.

ასევე იხილეთ