leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ ოქროპირიძე: მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის, იმ ბრძოლისა და თავდადებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა აჩვენა

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, განცხადება გააკეთა.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლა მილოცვით დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის,  იმ ბრძოლისა და თავდადებისთვის, რომელიც თითოეულმა მათგანმა აჩვენა. ეს არის ისტორიული შედეგი, სწორად მუშაობის შედეგად მიღწეული, რომელმაც გააერთიანა საზოგადოება. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციას, სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს“, – აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.

დღესვე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც გამოეხმაურა. ცვლილების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 48 456,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 058 335,6 ათას ლარს.

„მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 48 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაემატება 950 000 ლარამდე, რაც, შესაბამისად, მნიშვნელოვან პროექტებს მოხმარდება“, – განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

ასევე იხილეთ