leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველო მხოლოდ ექვს თვეში 519 მილიონ ლარს დამატებით შემოსავალს რომ იღებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანა ვითარდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშისთვის და განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დაუმტკიცეს ევროპას და მსოფლიოს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრობას.

„უსამართლობაა ის, რაც ხდებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. უსამართლობაა, რაც ახლაც გრძელდება სამწუხაროდ, როცა ჩვენს ქართულ ჯარს, ჩვენს სიამაყეს, არ უფინანსებენ წვრთნებს,  ენჯეოების და მედიების წვრთნებს იწყებენ თურმე 26 ოქტომბრისთვის. მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რომ ეს დაფინანსება მათ მაინც არ უშველის“, –  განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მიმართა ოპოზიციის ელექტორატს და ოპოზიციურ პარტიებს და კითხვები დაუსვა ქვეყნის განვითარებასა და ქართული ჯარის დაფინანსებასთან, ასევე დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.

„მე მინდა მივმართო ოპოზიციურ ელექტორატს, რომელმაც 2020 წელს ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე იმ ოპოზიციურ  პარტიებს, რომლებიც 8 თვის განმავლობაში   საერთოდ არ შევიდნენ პარლამენტში და  მერე კი შევიდნენ, რომ ხელფასები არ დაეკარგათ და 8 სიტყვა არ აქვთ ნათქვამი და 8 კანონი არ აქვთ მიღებული. მათ შორის არც 12 რეკომენდაციის შესრულების, რომელმაც დაგვაახლოვა ევროკავშირთან, და არც 9 ნაბიჯის პროცესში იღებენ მონაწილეობას.

მინდა ვკითხო თბილისელებს, რომლებმაც ცარიელი ადგილები აირჩიეს თბილისის საკრებულოში, ცარიელი ადგილები, რომლებსაც ერთი სიკეთე თბილისელებისთვის არ გაუკეთებიათ და მინდა ვკითხო ოპოზიციას, რომელიც საქართველოშიც და თბილისშიც ატყუებს ხალხს, რომ ქვეყანა ინგრევა, რომ თურმე ეკონომიკური კოლაფსია და ასე შემდეგ: თუ ეკონომიკა არ იზრდება, თუ შემოსავლები არ იზრდება და ქვეყანა არ ვითარდება, მაშინ საქართველო მარტო ექვს თვეში  519 მილიონ ლარს დამატებით შემოსავალს როგორ ღებულობს? თქვენ იცით, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი თანხა ქართული ჯარის განვითარებას მოხმარდება. აღარავის ახსოვს, როგორ იბრძოდა ქართული ჯარი ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, რამდენი სისხლი გაიღო ამ ჯარმა! და ახლა თურმე ის უნდა დაისაჯოს.

მინდა ვკითხო ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს: რომ დაიშალეთ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციებად და ვინ ვისთან არის და რომელ ლიდერთან, ვერ გაგირკვევიათ, უბრალოდ, გული არ გწყდებათ, რომ იმ სიკეთეში, რომელსაც დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა ჰქვია,  მონაწილეობას არ იღებთ? 

ეს ადამიანები 2025 წელს ადგილობრივ არჩევნებში კი არა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ვერ შევლენ პარლამენტში“, –  განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე იხილეთ