leaderboard_below_slide
left_sabechdi

Reuters: ფინეთმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთიდან მიგრანტების შესვლას კრძალავს

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ფინელ მესაზღვრეებს უფლებას აძლევს არ შეუშვას ქვეყანაში რუსეთიდან ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ფინეთის ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასული წლის ზაფხულიდან რუსეთიდან ქვეყანაში 1 300 ადამიანზე მეტი შევიდა. ამის გამო ფინეთმა რუსეთი მიგრაციის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. ფინეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოსკოვი ათობით მიგრანტს სირიიდან, სომალიდან და სხვა ქვეყნებიდან ახალისებს და ფინეთის საზღვრის კვეთისკენ მოუწოდებს. კრემლში კი აღნიშნულს უარყოფენ.

 

ასევე იხილეთ