leaderboard_below_slide
left_sabechdi

ესტონეთის პრემიერი მაკრონის განცხადებაზე: ეს ასევე არის სიგნალი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით რუსეთს, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა ვარიანტს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ დასავლელმა ლიდერებმა არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში სახმელეთო ჯარების შეყვანის შესაძლებლობა.

კალასმა აღნიშნა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ ყველა ვარიანტი დახურულ კარს მიღმა, მათ შორის რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად.

ვფიქრობ, ეს ასევე არის სიგნალი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით რუსეთს, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა ვარიანტს“, – აღნიშნა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.

ყველა ქვეყანას ესმის, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ მოიგოს და რუსეთმა წააგოს ეს ომი”, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ