leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლერი ხაბელოვი: პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტუმრობდა.

ლერი ხაბელოვმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეები დაასახელა – ეს საპატიო მისია ნინო სალუქვაძესა და ლაშა ტალახაძეს ხვდათ წილად.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე სულ ცოტა დრო დარჩა – პარიზი 2024 26 ივნისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.

ჩვენი ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენით წარსდგება.

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი – „ტაიმაუტი”

ასევე იხილეთ