leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ გორგილაძე: ექიმი კურნავს ცოდნით, სიტყვით, ეს იცის ყველა იმ პაციენტმა, რომელსაც ექიმის ხმაში თუ გამოხედვაში იმედი და თანადგომა უგრძვნია

თამარ გორგილაძე – აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პოლიპროფილური საკონსულტაციო კლინიკის კარდიოლოგი

„თუ პაციენტსა და ექიმს შორის სიყვარული და თანადგომა არ სუფევს, ექიმის პროფესია ასეთ შემთხვევაში უსარგებლოა. იყო ექიმი, ეს მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის სულის მდგომარეობა, უნარია, ნიჭია, პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს განდობენ.

ვყოფილვიყავი ექიმი, ოდესღაც ეს ჩემი ნატვრა იყო, შემდეგ არჩევანი… დღეს კი ჩემი მოწოდებაა და არა, უბრალოდ, არჩევანი.

ექიმთან ვიზიტი არ მოიცავს მხოლოდ მედიკამენტოზურ თერაპიას. ექიმი, გარკვეულწილად ითავსებს ფსიქოლოგის ფუნქციასაც. ხომ გაგიგიათ, ექიმო, უკვე თქვენმა სიტყვებმა მომარჩინაო, რომ იტყვიან, ეს სიტყვები გამოჯანმრთელების დასაწყისია.

ექიმი კურნავს ცოდნით, სიტყვით, ეს იცის ყველა იმ პაციენტმა ან მისმა ახლობელმა, რომელთაც ექიმის ხმაში თუ გამოხედვაში იმედი და თანადგომა უგრძვნია, ოდესმე. ექიმის პროფესიონალიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან ემპათიური, უბრალო, გულწრფელი ურთიერთობაა. ეს ის დეტალია, რომელიც პაციენტის გამოჯანმრთელების გზაზე საქმის ნახევარს აკეთებს.

ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ყველაზე დიდი ღირსება, წოდება და ჯილდოა პაციენტის მიერ ნათქვამი მადლობა”.

სპეციალისტთან ვიზიტის დასაგეგმად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით – 032 240 23 22

ჩვენი მისამართია: თბილისი, ნინო ჯავახიშვილის ქ.№ 1

ასევე იხილეთ