leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო ცხვარაძე: თქვენმა მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა!

 ხალხის ძალის წევრი ნინო ცხვარაძე  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ტესტი ნომერი ორი!
ტესტი ნომერი პირველი, ეს იყო „რუსული კანონი“, რამაც „სამშობლოს სიყვარულით გულანთებულების“ ერთგვარი ლუსტრაცია მოახდინა. „რუსული“ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად უწოდეს – გამიზნულად, თორემ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამერიკულ კანონპროექტს რუსულთან საერთო არაფერი ჰქონდა.
მაგრამ, რაკი აგენტები იყვნენ, სიტყვა აგენტიც პირდაპირი გაგებით გაიგეს და სამწუხაროდ, იმ მომენტში საზოგადოების ნაწილზე გავლენაც მოახდინეს, მაგრამ, დესტაბილიზაციას ვერ მიაღწიეს. ცოტა მოგვიანებით საზოგადოებამ ყველა აგენტი გაშიფრა.
როცა, სახიდან ნიღბები ჩამოხსნეს, დადუმდნენ…
მავნებლები ბინძური მეთოდებით ცდილობთ ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ, ვეღარ. თქვენმა მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა!
დღეს კი, როცა ხელისუფლება LGBT პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით გამოდის, თუ ამასაც თქვენი ბინძური პოლიტიკის ნაწილად აქცევთ, ეს უკვე იქნება ტესტი ნომერი ორი! სამშობლოს მოღალატეებსაც ვეღარ გიწოდებთ ქართული საზოგადოება!”- წერს ნინო ცხვარაძე. 
ასევე იხილეთ