leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება

“კეზერაშვილის თამადობით, მულტიმილიონერებს, რომლებიც იმ მხარეს დგანან, ყველაფერი აქვთ – უამრავი მედიაპლატფორმა, საერთაშორისო მხარდაჭერა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, მაგრამ არ აქვთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმ პარტიას აირჩევს, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე ატარებს.

„60 ან მეტი პროცენტი მიიჩნევს, რომ საფრთხე რეალურია. ვინც ამას არ მიიჩნევს, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მხარს უჭერენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. მულტიმილიონერები, კეზერაშვილის თამადობით, იმ მხარეს დგანან, საერთაშორისო მხარდაჭერა აქვთ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა აქვთ, უამრავი მედიაპლატფორმა აქვთ და ხელს არავინ უშლით, ქუჩაში არავინ დასდევს მათ, ყველა შესაძლებლობა და ბერკეტი აქვთ, მაგრამ წარსული არ უვარგათ. მათ ყველაფერი აქვთ იმ პასუხისმგებლობის გარდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება. მისწრაფება კი აქვთ მართვის ბერკეტებისკენ. არჩევანი იქნება იმ მხარეს, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე ატარებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ასევე იხილეთ