გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან 30 წლამდე მამაკაცი მდინარე მტკვარმა გაიტაცა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ძებნა-შველითი ღონისძიება.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, მდინარეში ორი ძმა საცურაოდ შევიდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძლიერმა დინებამ წაიღო.
ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები უცნობია.