leaderboard_below_slide
left_sabechdi

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე ნათლად განვაცხადე, რომ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ისრაელზე მეტი ზეწოლაა საჭირო

“ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე თურქეთმა ნათლად განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა მეტი ზეწოლა ისრაელზე”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ნატოს სამიტზე ჩვენ მკაფიოდ გამოვთქვით ისრაელის მთავრობაზე მეტი ზეწოლის საჭიროება. ჩვენ ყველა შეხვედრაზე ხაზს ვუსვამდით, რომ არ შეიძლება, ნატომ იგნორირება გაუკეთოს ღაზის კრიზისს, რადგან შედეგები ძალიან მძიმე იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ღაზაში ხოცვა-ჟლეტის აღსაწერად სიტყვები საკმარისი არ არის.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები, წესები თუ წითელი ხაზები არ იყო დაცული. ფაქტობრივად, ისინი განზრახ დაირღვა. მკაფიოდ უნდა ითქვას, ის, რაც ღაზაში შვიდი ოქტომბრის შემდეგ ხდება, ეს არ არის მცდელობა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს არ არის ლეგიტიმური თავდაცვა. ეს აშკარად გენოციდია, ხოცვა-ჟლეტის, ბარბაროსობისა და გენოციდის ყველაზე სავალალო მაგალითი. ეს სამარცხვინო ლაქა სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანების სინდისზე, ვინც პასუხისმგებელია უდანაშაულო ადამიანების დაკარგვაზე. ანკარას სურვილია, მალე გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა, რათა ღაზის მოსახლეობამ ცოტათი მაინც ამოისუნთქოს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ასევე იხილეთ