“ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი სროლა ყველამ უნდა დაგმოს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს იყო ტრამპის მიტინგი, ის უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი, უნდა ჩატარებულიყო უპრობლემოდ, მაგრამ იდეა, რომ ამერიკაში არსებობს ასეთი პოლიტიკური ძალადობა, უბრალოდ გაუგონარია, უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ყველამ უნდა დაგმოთ, ყველამ“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აქვს მოსაზრება იმის შესახებ, იყო თუ არა სროლა პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, მაგრამ მას ამის შესახებ არ აქვს საკმარისი ფაქტები.
“მე მაქვს მოსაზრება, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი ფაქტი, ვიდრე რაიმე სხვა კომენტარს გავაკეთებ, მინდა, დავრწმუნდე, რომ ყველა ფაქტი მაქვს. მე ვცდილობდი დონალდს დავკავშირებოდი, თუმცა ახლა ის თავის ექიმებთანაა“, – აღნიშნა ბაიდენმა.