წელის ტკივილი, ძირითადად, დამახასიათებელია მათთვის, ვისაც საათობით კომპიუტერთან ჯდომა უწევს და უმაძრაო ცხოვრების წესი აქვს. გარდა ამისა, ეს პრობლემა უკავშირდება ხერხემლის პათოლოგიებს, ჭარბ ფიზიკურ
დატვირთვასა და სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას. წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს:
● გადაღლილობა;
● დაჭიმულობა;
● დიდხანს ცუდ პოზაში ჯდომა/წოლა;
● სიმძიმეების აწევა;
● ტრავმა;
● რომელიმე დაავადება და სხვ.
წელის ტკივილის შესამცირებლად რეკომენდებულია ორთოპედიული ქამრებისა და კორსეტების გამოყენება, რომელთა დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით
ექსკლუზიური ბრენდებისა და საერთაშორისო მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის საფირმო სამედიცინო მაღაზიებში – თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში
არის შესაძლებელი, ასევე მოქმედებს ონლაინ შესყიდვაც კონპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● წელის ბანდაჟი – ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. გამოიყენება პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგდამჭერითა
და მის გარეშე.
● ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
● წელის სტანდარტული კორსეტი – გააჩნია პლასტმასის ჩანართები, რომელიც უზრუნველყოფს ზურგის მიდამოს იმობილიზაციას. დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან. აღნიშნულ მოდელს
ხშირად იყენებენ რევმატული ტკივილის დროსაც. კორსეტი ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
● სავარძლის ბალიში – აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში და ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას. დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან. მისი ზედაპირი იხსნება და ირეცხება, რაც ჰიგიენური
ნორმების დაცვის საშუალებას გვაძლევს.
დროული და სწორი მკურნალობა დაგეხმარებათ წელის ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტის მოხსნაში და გაგიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს.