ბრტყელტერფიანობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა საზოგადოებაში. ამ დროს დეფორმირებული ტერფი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს სრულყოფილად და დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანს. ასაკის მატებასთან ერთად ტერფის დეფორმაცია პროგრესირებას განიცდის, ბრტყელტერფიანობის დროს კი ისეთი ჩივილები იჩენს თავს, როგორიცაა:
● ადვილად დაღლა;
● ფეხებში სიმძიმის შეგრძნება;
● წვივის კუნთების ტკივილი;
● წელის ტკივილი;
● ქუსლის ტკივილი და სხვა.
ბრტყელი ტერფით განპირობებული უარყოფითი ხასიათის შეგრძნებები ხშირად ნელა ვითარდება, მაგრამ დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით ასაკის მომატებასთან ერთად, ეს შეგრძნებები უფრო მკვეთრად იჩენს თავს,
რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს ძვალ- სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას. სწორედ ამიტომ პრევენციის მიზნით, საჭიროა ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება 4-5
წლის ასაკიდან, როდესაც ძვლოვანი სტრუქტურა იწყებს ჩამოყალიბებას. ტერფის კომპიუტერული გამოკვლევა – პლანტოგრაფია გაწვდით სრულ ინფორმაციას:
● ბრტყელტერფიანობის ხარისხის;
● თაღის ფორმის;
● ყრდნობის ფართის;
● ტერფეზე წონის გადანაწილების;
● ბიოდინამიკის შესახებ და სხვა.
პლანტოგრაფია კეთდება:
● ბავშვებში – ტერფზე თაღის ფორმისა და სრული სტრუქტურის შესასწავლად;
● სპორტსმენებში – დინამიური წონასწორობისა და ტერფზე წონითი დისბალანსის აღმოსაჩენად;
● ნებისმიერი ადამიანში, ვისაც ტერფზე ტკივილი და ტერფის არასწორი ფუნქციონირების შედეგად გამოწვეული ჩივილები აწუხებს.
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრი მომხმარებლებს უკვე წლებია ტერფის კომპიტერულ კვლევასა და ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადების სერვისს სთავაზობს.
სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს
პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, ეს გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დათვალიერებას. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და სკანირება პათოლოგიის არსებობისა და ტერფის დეფორმაციის ზუსტი ხარისხის დადგენის საშუალებას გვაძლევს – შესაბამისად, ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისთვის ტერფის კვლევისა და დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია,
განსაკუთრებით კი ბრტყელტერფიანობის დროს.
ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც იძლევა საშუალებას, მიღებული დასკვნის შედეგად დამზადდეს ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში, რომელიც უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობისა პროცესისთვის.