„ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ბელგიისა და ისრაელის ნაკრებებს შორის საზღვარგარეთ გაიმართება, რადგან ბელგიის არცერთ ქალაქს არ სურს ამ მატჩის მასპინძლობა”, – იტყობინება HLN.
წყაროს ცნობით, ლიეჟმა, ბრიუსელმა, ანტვერპენმა და ბრიუგემ უარი თქვეს მატჩის ჩატარებაზე პოლიტიკური სარჩულისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების უზრუნველყოფის გამო.
ამ მომენტისთვის ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია კონსულტაციას გადის უეფა-სთან მატჩის ჩატარების ადგილზე. შეხვედრა 6 სექტემბერს არის დანიშნული.
ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება „პანჩო არენა“ უნგრეთის ქალაქ ფელჩუტში.