left_sabechdi

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვისკონსინის შტატში, რესპუბლიკელთა ყრილობაზე ჩავა

დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატში, რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე ჩავა.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„გუშინ მომხდარი საშინელი მოვლენების გამო, ვაპირებდი ვისკონსინში მოგზაურობისა და რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე ჩასვლის ორი დღით გადადებას, მაგრამ ახლახან გადავწყვიტე, რომ თავდამსხმელს ან პოტენციურ მკვლელს არ მივცემ ჩემი გეგმის ან სხვა რამის შეცვლის უფლებას“, – წერს ტრამპი.

როგორც რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი აღნიშნავს, ის ვისკონსინის შტატში 14 ივლისს, ამერიკის დროით 15:30 საათზე გაემგზავრება.

ასევე იხილეთ