სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 40:36 დაამარცხეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით – 21:12 დასრულდა. დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ხუთი ლელო დადო და საბოლოო ანგარიშით 40:36 გაიმარჯვა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრები მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იასპარეზებს.
„ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის იტალიას დაუპირისპირდებიან.
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებმა“ იტალიის ნაკრები ანგარიშით 28:17 დაამარცხეს, სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრა ანგარიშით 11:35, ირლანდიასთან კი 16:22 დათმეს.