ესპანეთის ნაკრებმა ბერლინში გამართულ ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
მატჩის 47-ე წუთზე ანგარიში ნიკო უილიამსმა გახსნა ლამინ იამალის საგოლე პასით.
კოულ პალმერმა ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრა.
საჩემპიონო გოლი მატჩის 86-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა.