leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ქალბატონ სალომეს 48 საათი აქვს, რომ რიგგარეშე სესიის ჩანიშვნაზე დადებითი პასუხი მივიღოთ, თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ პარლამენტს შეუშალოს ხელი მუშაობაში, 48 საათის გასვლის შემდეგ მე ჩავნიშნავ ამ სხდომას

„ქალბატონ სალომეს 48 საათი აქვს, რომ რიგგარეშე სესიის ჩანიშვნაზე დადებითი პასუხი მივიღოთ, თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ პარლამენტს შეუშალოს ხელი ქალბატონმა სალომემ მუშაობაში, უკვე დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ მე ჩავნიშნავ ამ სხდომას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„18-ში დაგვჭირდება ბიუროს სხდომა, სხვა მხრივ, როგორც მოგახსენეთ, მივმართავ ქალბატონ სალომეს იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია ჩაინიშნოს, 18 ივლისს 12:00 საათიდან. მას ამისთვის 48 საათი აქვს, რომ დადებითი პასუხი მივიღოთ. იმ შემთხვევაში, თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ პარლამენტს შეუშალოს ხელი ქალბატონმა სალომემ მუშაობაში, უკვე დღეიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, მე ჩავნიშნავ ამ სხდომას.

ასე რომ, 18-ში, ყველა შემთხვევაში, გვექნება 12:00 საათზე პლენარული სხდომა, პარლამენტის ყველა წევრს მივმართავ, რომ მზად იყვნენ პლენარული სხდომისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რიგგარეშე სხდომები 18 და 19 ივლისს გაიმართება.

ასევე იხილეთ